8 თებერვალი, კვირა, 2026
8 თებერვალი, კვირა, 2026

Financial times: ჩინეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, პეკინში ტრამპის ვიზიტი ჩაშალოს

ჩინეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, ჩაშალოს დონალდ ტრამპის ვიზიტი პეკინში – ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინმა ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხი ოთხშაბათს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროსაც წამოჭრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ “ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხს გონივრულად უნდა მიუდგეს”.

გამოცემის ცნობით, ჩინეთმა “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვა Patriot-ის, NASAMS-ის და სხვა შეიარაღების სისტემების ტაიპეიში შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით. დახმარების პაკეტის საერთო ოდენობამ შესაძლოა 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

პეკინში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც აპრილში უნდა გაიმართოს.

თუმცა, წყაროების ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ბლეფს მიმართავს და ვიზიტს რეალურად არ გააუქმებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები