7 თებერვალი, შაბათი, 2026
7 თებერვალი, შაბათი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს მიერ საკანონმდებლო ცვლილებები იქითაა მიმართული, საითაც ევროსაბჭოს ფიქრი და მუშაობა მიდის, როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები – მუშაობას გავაგრძელებთ, რათა ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული

საკანონმდებლო ცვლილებები, ინიციატივები, რომელიც საქართველოს მიერ ხორციელდება, სწორედ იქითაა მიმართული, საითაც ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა მიდის, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო უცხოურ გავლენებს. ეს არის ის, რაზეც საქართველოს უკვე დიდი გამოცდილება აქვს და რაც საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნებს გაუზიაროს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას მათ შორის, ევროსაბჭოს ფარგლებში იმისათვის, რომ მათი „გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული“.

„უცხოური ჩარევები და უცხოური გავლენები ზოგადად პრობლემა რომ არის ბევრი ქვეყნისთვის, ეს ახალი არ არის, თუმცა, თუ რამდენად ხდება ამის აღიარება, ეს უკვე მეორე საკითხია, ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება საქართველოს ბრძოლასთან დაკავშირებით სწორედ უცხოური გავლენების წინააღმდეგ. ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ დღესაც ვხედავთ, რომ გარკვეული აქტორების მხრიდან გრძელდება, მაშინ, როცა ძალიან ცხადია, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, ინიციატივები, რომელიც საქართველოს მიერ ხორციელდება, სწორედ იქითაა მიმართული, საითაც ევროპის საბჭოს ფიქრი და მუშაობა მიდის, რომ როგორმე შეზღუდონ უცხოური გავლენები და დაუპირისპირონ საკანონმდებლო ჩარჩო უცხოურ გავლენებს. ეს არის ის, რაზეც საქართველოს უკვე დიდი გამოცდილება აქვს და რაც საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნებს გაუზიაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მათ შორის, ევროსაბჭოს ფარგლებში იმისათვის, რომ ჩვენი გამოცდილება უფრო სწორად იყოს გაგებული, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული აქტორები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები