ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულების გამოვლენას გამოეხმაურა, რომელთა შორის არის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი.
ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ნიშანდობლივი ისაა, რომ ევროკავშირის დელეგაციამ ეს ჯილდო 2012 წელს დააარსა და საინტერესოა “ნაცების მმართველობის დროს რატომ არ გაუჩნდა მსგავსი სურვილი?”
ამ ამბავზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა ერთი გარემოება. ევროკავშირი ახალისებს და აჯილდოებს (უკვე მერამდენედ) იმათ, და იმას, რომელთა მიმართაც ქართული საზოგადოების უმრავლესობას, რბილად რომ ვთქვათ უნდობლობა აქვს. ან კი როგორ შეიძლება გქონდეს ნდობა ისეთი “ჟ(ურნალისტური)” მასალის მიმართ, რომელშიც მოძალადე “სინდისის პატიმრად” არის შერაცხული?!
ნიშანდობლივი კიდევ რა არის იცით? ევროკავშირის დელეგაციამ ეს ჯილდო 2012 წელს დააარსა, ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ნაცების მმართველობის დროს რატომ არ გაუჩნდა მსგავსი სურვილი? თუ მათ მარიონეტ ხელისუფლებას უფრთხილდებოდნენ?!- წერს ანჯაფარიძე.









