პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ჰელსინკის კომისიის შესახებ გავრცელებული სკანდალური საგამოძიებო მასალების შესახებ.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებშიც კი, მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ჰელსინკის კომისია ახორციელებს „დიფ სთეითის“ დაკვეთას.
„ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, მოიძებნენ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც უკვე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ჰელსინკის კომისია პირდაპირ ახორციელებს „დიფ სთეითის” დაკვეთას – მათ კონტროლს არის დაქვემდებარებული და მათ დავალებებს ასრულებს. ეს ჩვენ რამდენიმე წლის წინ უკვე ვიცოდით და ამის შესახებ არაერთხელ გაგვიცხადებია.
იმედი გვაქვს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რაც უცხოეთიდან მოდის, ეს მოვლენები, კიდევ ერთხელ დააფიქრებს იმაზე, რომ ნებისმიერი სიტყვა, თუ ნებისმიერი განცხადება, რომელიც უცხოეთიდან მოდის, აუცილებლად მართალი არ არის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.









