კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება – პარლამენტი ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავს

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. პარლამენტი ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავს და დაზუსტდება ნორმატიული ფორმულირებები.

სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ ინიციატივა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა.

„მავანს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გახლიჩოს ქართველი ერი და გაავრცელოს მოწოდებები, რომ არ არსებობს სახელმწიფო, სახელმწიფო ორგანოები და არსებობს პარალელური სამყარო, პარალელური მთავრობისა და თანამდებობის პირების სახით, ამავე დროს მოუწოდებს ადამიანების დეჰუმანიზაციისკენ – აღნიშნული საკითხი ჩვენს ქვეყანაშიც გამოიწვევს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...