აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ამერიკის გადარჩენის აქტს, რომელიც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ რიგი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს.
„არჩევნები ამერიკაში გაყალბებულია, მოპარულია და მთელ მსოფლიოში დასაცინია. ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვეყოლება“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ტრამპის ახალი ინიციატივა გულისხმობს შემდეგს:
1. ყველა ამომრჩეველი ვალდებული იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარადგინოს;
2. არჩევნებში რეგისტრაციისთვის ყველა ამომრჩეველმა აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს;
3. ფოსტით ხმის მიცემა აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანი ავადაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, სამხედრო ნაწილში ან მივლინებაში იმყოფება.









