6 თებერვალი, პარასკევი, 2026
6 თებერვალი, პარასკევი, 2026

სტონეთის პრეზიდენტი: რუსეთის სამუდამო იზოლაცია შეუძლებელია

ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა აღიარა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ იზოლაციისა და სანქციების არაეფექტურობა. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებებმა, რომლებიც მან უცხოურ მედიასთან ინტერვიუებში გააკეთა, იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა უნდა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან კონტაქტების აღსადგენად, და რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა მშვიდობის სანაცვლოდ უარი თქვას ტერიტორიებზე, მთავრობისა და რიგი ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

„იზოლაციის პოლიტიკა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ჩვეულებრივ არ მუშაობს. სანქციებიც მხოლოდ დროებით მოქმედებს და არა განუსაზღვრელი ვადით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ“, – ციტირებს კარისს ესტონური მაუწყებელი და დასძენს, რომ პოლიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის სამუდამო იზოლაციაში შენარჩუნების შეუძლებლობას.

„ახლა საჭიროა ერთმანეთში განვიხილოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ამბობს, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. მაგრამ საკითხი იმაშიც მდგომარეობს, რომ იზოლაციის პოლიტიკა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ჩვეულებრივ არ მუშაობს. სანქციებიც მხოლოდ დროებით მოქმედებს და არა უსასრულოდ. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ, რა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ რუსეთი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მზად იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები