დავით ქართველიშვილი ევროსაბჭოს: ფასიანია უკვე ეს გაზიარება – დღეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ევროსაბჭოს სურვილს, იზრუნოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ამის შესახებ გამოცდილების გაზიარებას კი საქართველოს სთხოვს.

მისი თქმით, ევროსაბჭოსთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარება, ახლა უკვე ფასიანი გახდა.

„ფასიანია უკვე ეს გაზიარება – დღეს უკვე ძვირი დაგიჯდებათ. ჩვენს აქციას, „უფასო გაზიარების“ თაობაზე, თქვენ სულ სხვა, ფასიანი აქციებით უპასუხეთ. ეს ყველაფერი იცით, რას მაგონებს? ბოლო წლებში სულ უფრო მეტი სხვა კონფესიების მიმდევარი ამერიკელი – მართლმადიდებლობას ირჩევს. მალე კიდევ უამრავ ჩვენს გამოცდილებაში, ტრადიციასა და ფასეულობაში მოითხოვენ „გამოცდილების გაზიარებას“, სულისა და ხორცის ელემენტარული გადარჩენის მიზნით. რადგანაც „თავს მაღლა, ძალა არ არის“, მით უმეტესს, თუ ეს აყროლებული თავი კოლექტიურ „ჯეფრი ეპშტეინს“ ეკუთვნის…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...