5 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
5 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

მარიამ ლაშხი: ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი და ყველაზე უფრო მძიმე შემთხვევაა, როდესაც ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს ან მათ, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ განათლების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. მან რეფორმის ძირითადი პუნქტები განმარტა და ასევე, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების მიზეზები განმარტა და ამ გადაწყვეტილებას „ყველაზე ოპტიმალური“ უწოდა.

„ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი და ყველაზე უფრო მძიმე შემთხვევაა, როდესაც ამისთვის იყენებენ ახალგაზრდებს ან მათ, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ აქ უნდა ჩაერთოს აღსრულების კომპონენტი – ეს არის იმ საზოგადოების ინფორმირება, რომელიც უშუალოდ იქნება ამ პროცესის მონაწილე და განათლების რეფორმა ისეთი საკითხია, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ეხება. სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტროს მხრიდან უკვე ჩატარდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის რეგიონებში, როგორც აკადემიურ პერსონალთან, ასევე მშობლებთან. სულ ცოტა ხნის წინ იყო შეხვედრები თსუ-სა და სტუ-ს აკადემიურ პერსონალთან და ხვალაც დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა“, – განაცხადა ლაშხმა.

მისივე თქმით, გაერთიანება სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგის ამაღლებას, აკადემიური პერსონალის დაფასების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები