აშშ-ში საქართველოს ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს საქართველოს საელჩოში უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს – დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასსა და სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის – საქართველოს საელჩოში უმასპინძლა.

ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლი და განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საუბარი შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.

ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...