5 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
5 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

ეკა სეფაშვილი ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: დავრწმუნდით, რომ ევროკომისიის ბიუროკრატიის საშუალებით, წესდება ცენზურა კონსერვატიულ შეხედულებებზე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე და უხეშად ერევიან არჩევნებში

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე.

მისი თქმით, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკომისიის ბიუროკრატიის საშუალებით, წესდება ცენზურა კონსერვატიულ შეხედულებებზე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე და უხეშად ერევიან სხვა ქვეყნებში გამართულ არჩევნებში.

„ამ ანგარიშით დავრწმუნდით, რომ ეს ძალები ევროკომისიის ბიუროკრატიის საშუალებით აწესებენ ცენზურას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კონსერვატიული შეხედულებები, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე არჩევნებში უხეშად ჩარევა, იმ ძალების სასარგებლოდ, რომლებიც მათთვის არის მისაღები,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები