ლევან კოჭლოშვილი: დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს

“ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“, სადაც ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.

კოჭლოშვილის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ.

“აშშ-ის კონგრესის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში მიუთითებულია, რომ ევროკავშირის ზოგი ინსტიტუტი ზეწოლას ახორციელებდა სოციალურ მედიაზე და შესაბამისად არჩევნებზე!

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ჰქონდათ მცდელობები გავლენის მოხდენისა, მაგრამ ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და სცენარი ჩაუვარდათ.

საქართველომ უკვე აჩვენა მაგალითი: როცა BBC ხელისუფლებას აქციებზე კამიტის გამოყენებას აბრალებდა, გამოძიება ჩატარდა და სიმართლე დადასტურდა.

იგივე სტანდარტი ახლა ევროკავშირზეც უნდა გავრცელდეს – დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს.”- წერს კოჭლოშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...