ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?

“ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში.

მისივე თქმით, უილსონი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაცვლად, ქვეყანას სწორედ “კომუნისტურ ჩინეთს” უწოდებდა, რათა საქართველო დაემცირებინა.

“ჯო უილსონ, გესმით? ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და არა კომუნისტური ჩინეთი (თქვენ ხშირად იყენებდით ამას საქართველოს დასამცირებლად).

პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?” – წერს თოფურია X-ზე.

ანალიტიკოსმა, ასევე, X-ის ხელოვნურ ინტელექტს, “გროკს” სთხოვა, შეეკრიბა
“უილსონის პოსტები კომუნისტური ჩინეთისა და საქართველოს შესახებ.”

ცნობისთვის, ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელსაც დონალდ ტრამპმა “შესანიშნავი საუბარი” უწოდა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის აპრილში ჩინეთში ვიზიტს.

https://x.com/vatopuria/status/2019091126825677215?s=46

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისის მერია: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელთა მიმართ მუქარა არის ხელისშეშლა მუნიციპალიტეტის...

თბილისის მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მუქარა არის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი მონაცემების დაცვის უგულებელყოფა...