4 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026
4 თებერვალი, ოთხშაბათი, 2026

გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ამბიციური მიზანი – საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს და მან საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოწვევებს უპასუხოს

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, – წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს განავითარებს და კიდევ უფრო წინ წაიყვანს.

“სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია.

მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს განავითარებს და კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

გვაქვს ამბიციური მიზანი – საქართველოში განათლების ხარისხი გაუმჯობესდეს და მან საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოწვევებს უპასუხოს.” – წერს ჩაკვეტაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები