3 თებერვალი, სამშაბათი, 2026
3 თებერვალი, სამშაბათი, 2026

ნინო წილოსანი დებატების დაბრუნებაზე: ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების ანალიზის შედეგად გააკეთოს, ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული ვითარების გამოსწორებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს. ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, პლენარულ სხდომაზე, საჯარო დისკუსიების დაბრუნების ინიციატივაზე საუბრისას.

ნინო წილოსანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს დებატებში ჩართვა შესთავაზა.

„პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის, ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირ უარი არავის გაჰკვირვებია, პირიქით ასაკრძალი პარტია და მათი რადიკალი წარმომადგენლები ვერაფრით გახდებოდნენ დებატების მხარე, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც, ერთგვარ ხრიკს მიმართეს და, თითქოს, თანხმობა განაცხადეს, თუმცა, ისეთი სასაცილო და აბსურდული პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები