2 თებერვალი, ორშაბათი, 2026
2 თებერვალი, ორშაბათი, 2026

ეკა სეფაშვილი: ევროკომისარმა განაცხადა ღია ეთერში, რომ ისინი ეძებენ გზებსა და ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში შემოიტანონ შავი ფული. ასეთი სამარცხვინო ღირებულებითი კრახი ევროკავშირს, ალბათ, არ ახსოვს და ვიმედოვნებ, მომავალშიც არ ექნებათ

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოში უცხოური ფინანსური გავლენების შეზღუდვას და იმ „ხვრელების“ დახურვას, რომლებიც, მისი თქმით, თავდაპირველ რეგულაციებში იყო აღმოჩენილი.

„მიღებული ცვლილებების შემდეგ თუ იპოვიან ამ „შავ ხვრელებს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმანავთ“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ დამატებითი საკანონმდებლო შეზღუდვები სწორედ იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ სხვადასხვა მექანიზმით შესაძლებელი გახდა უკანონო ფინანსების შემოდინება და მათი გამოყენება შიდა პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად.

„მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება საბოლოო ნაბიჯი იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ნეგატიური ზეგავლენის მიზნით. სასიკეთო გავლენაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რაიმე „ხვრელი“ აღმოაჩინონ — ამის თეორიულ შანსს მაინც ვიტოვებ.

ის დამატებები, რაც კანონს ემატება და ის შეზღუდვები, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებზე ვრცელდება, გამოწვეულია იმით, რომ თავდაპირველ კანონში რადიკალებმა აღმოაჩინეს „ხვრელები“, რომლითაც შეძლეს საქართველოში დამატებით შემოეტანათ უკანონო ფული და დაეფინანსებინათ უკანონო საქმიანობა.

ჩვენ გვახსოვს, მაგალითად, 16–17 მილიონი ლარი თუ დოლარი იყო შემოტანილი სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების მეშვეობით და საქართველოში ვითარების არევა იგეგმებოდა, სხვა მსგავსი „ხვრელებიც“ იყო აღმოჩენილი. პირდაპირ ევროკომისარმაც განაცხადა ღია ეთერში, რომ ისინი ეძებენ გზებსა და ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში შემოიტანონ შავი ფული. ასეთი სამარცხვინო ღირებულებითი კრახი ევროკავშირს, ალბათ, არ ახსოვს და ვიმედოვნებ, მომავალშიც არ ექნებათ.

მე მაშინაც განვაცხადე, რომ თუ იპოვიან ამ „შავ ხვრელებს“, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავგმანავთ. ასე რომ, თუ მათი შემოქმედებითი „ნიჭი“ ისეთი უსაზღვრო და ულევია, რომ კიდევ იპოვიან გასაძრომ გზებს ამ საკანონმდებლო სივრცეში დამატებების მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ კვლავ შევიტანთ ცვლილებებს იმისთვის, რათა დამატებითი უკანონო ფულის შემოდინება თავიდან ავიცილოთ,-“განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები