იტალია უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია

იტალია ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრებას ეწინააღმდეგება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მიესალმება გაერთიანებაში უკრაინის შესვლას, თუმცა რომისთვის პრიორიტეტს ბალკანეთის ქვეყნები წარმოადგენენ. იტალიის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ მათ უკრაინაზე ადრე დაიწყეს ინტეგრაციის პროცესი და უპირატესობაც მათ ენიჭებათ. იტალია უკვე მეოთხე ქვეყაანაა, რომელიც გერმანიის, ავსტრიისა და უნგრეთის შემდეგ, უკრაინის სწრაფი გაწევრების წინააღმდეგ ღიად გამოვიდა.

„ჩვენ უკრაინის გაწევრიანების მომხრეები ვართ, თუმცა მანამდე არის ბალკანეთი, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება და რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია. 3 მარტს რომში ვუმასპინძლებთ „ბალკანეთის მეგობრების“ შეხვედრას. 1 აპრილს კი გერმანელ მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად ვიქნებით ბელგრადში, რათა სერბეთს მხარდაჭერის გზავნილი გავუგზავნოთ“, – მიიჩნევს ტაიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი...