შოთა ბერეკაშვილი: მიზანი არის, რომ პარლამენტში პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური, გამჭვირვალე და მივეხმაროთ სექტორს, რომ გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე

თითოეულ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პროცესების ოპტიმიზაცია, – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების საკითხზე საუბრისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონკურენცია ყველა მოთამაშისთვის თანაბარი იყოს.

„მიზანი არის, რომ პროცესი იყოს პარლამენტში ძალიან ინკლუზიური, გამჭვირვალე და მივეხმაროთ სექტორს, რომ ის გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, – აღნიშნა ბერეკაშვილმა.

პარლამენტში, სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია იქმნება. დადგენილების პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი...