მარიამ ლაშხი: მივესალმები დებატებს და იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება გამოყენებული პარტიული ინტერესებისათვის, არამედ გამოყენებული იქნება პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირებისათვის

ეს გახლეჩა მართული იყო გარე ძალების მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გაერთიანება, დისკუსია და პირდაპირი ეთერით იმაზე საუბარი, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ დებატების შესაძლებლობა საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის იქნება გამოყენებული.

„მივესალმები ამ დიალოგს, დებატებს და იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ინსტრუმენტალიზებული, ეს იქნება გამოყენებული პირველ რიგში არა პირადი ინტერესებისა და პარტიული ინტერესებისათვის, არამედ გამოყენებული იქნება პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის“, – აღნიშნა მან.

„ტელეიმედი“ ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება – თებერვლიდან „იმედის“ ეთერში დებატები დაიწყება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი...