2 თებერვალი, ორშაბათი, 2026
2 თებერვალი, ორშაბათი, 2026

ზაზა შათირიშვილი: ისრაელ – პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივია ისრაელის სასარგებლოდ – მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა

ისრაელ – პალესტინის კონფლიქტში დონალდ ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივი იყო და არის, რა თქმა უნდა, ისრაელის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს.

შათირიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში განვითარებული არაერთი დაძაბულობა, სწორედ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო.

“შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო წლებში შექმნილი დაძაბულობა, არაერთხელ, სწორედ უშუალოდ დონალდ ტრამპისა და მის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურება იყო. ფაქტია, რომ მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ და ადგილზე მასშტაბური პროექტების დაანონსებამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ არაბი მოსახლეობის ჩაგვრისა და შევიწროების ხარჯზე და არათუ მშვიდობა არ მოიტანა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, რაც, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო სავალალო შედეგებამდე მივა”,- წერს ზაზა შათირიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები