31 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
31 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს – იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, საახალწლო მიმართვას ავრცელებს, სადაც 2025 წელია შეჯამებული.

მმართველი პარტიის ლიდერი, მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად, ქართულ საზოგადოებას, 2026 წელს ულოცავს და მშვიდობის, ერთიანობის და წარმატების წელს უსურვებს.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობის, ერთიანობისა და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

ამავდროულად, გისურვებთ გწამდეთ უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინაიდან ჩვენი და ჩვენი შვილების, ძლიერი და წარმატებული საქართველოს მომავალს ერთად ვაშენებთ! – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.

მისი განცხადებით, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გასცეს და სამშობლოს, ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში უკან არც ერთი ნაბიჯი გადაუდგამთ.

„პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები! ამ რთულ და საპატიო მისიას შევასრულებთ პირნათლად მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება საჭიროდ ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ჩვენი სამსახური მნიშვნელოვანია!

ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს! გულითადად გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ულევ სიხარულს. იმედი, მომავლის რწმენა და ბარაქა ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში.

ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ – ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მიმართვაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები