19 დეკემბერი, პარასკევი, 2025
19 დეკემბერი, პარასკევი, 2025

ვატო შაქარიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძეზე: პატიმარი ჩივის, უფრო ადრე გამომიშვეს ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყო, ვიდრე ველოდებოდიო – დავფიქრდი, რა ემოცია შეიძლება დაეუფლოს ამის მოსმენისას სააკაშვილ-ახალაია-ქილერას ჯოჯოხეთგამოვლილ ყოფილ პატიმარს, ან იმ პატიმრის ოჯახის წევრს, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა

პატიმარი(რა აქვს ჩადენილი და ვინ არის ამაზე მოგვიანებით) ჩივის, უფრო ადრე გამომიშვეს ციხიდან, ვიდრე ველოდებოდიო, წარმოგიდგენიათ ეს რა უბედურებააო…?! თანაც იმ ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყოო… დავფიქრდი, რა ემოცია შეიძლება დაეუფლოს ამის მოსმენისას სააკაშვილ-ახალაია-ქილერას ჯოჯოხეთგამოვლილ ყოფილ პატიმარს, ან იმ პატიმრის ოჯახის წევრს, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა… ვისაც ქმარი მოუკლეს, ძმა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, მამა მოუკლეს… ვისაც ღირსება შეულახეს, ვინც დაჩაგრეს, ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანეს, – წერს პარტია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გადაიტანა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროინდელი ტკივილი, ახლა კი, ჯაფარიძის ცინიზმის მომსწრენი გავხდით.

“არა რა, ეს რა ქვეყანაში გავიღვიძეთ – პატიმარი(რა აქვს ჩადენილი და ვინ არის ამაზე მოგვიანებით) ჩივის, უფრო ადრე გამომიშვეს ციხიდან, ვიდრე ველოდებოდიო, წარმოგიდგენიათ ეს რა უბედურებააო…?! თანაც იმ ციხიდან, სადაც მთავარი პრობლემა სექსის ნაკლებობა იყოო… დავფიქრდი, რა ემოცია შეიძლება დაეუფლოს ამის მოსმენისას სააკაშვილ-ახალაია-ქილერას ჯოჯოხეთგამოვლილ ყოფილ პატიმარს, ან იმ პატიმრის ოჯახის წევრს, რომელიც ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა… ვისაც ქმარი მოუკლეს, ძმა მოუკლეს, შვილი მოუკლეს, მამა მოუკლეს… ვისაც ღირსება შეულახეს, ვინც დაჩაგრეს, ვისაც ჯანმრთელობა სამუდამოდ დაუზიანეს…

ახლახანს იყო საგამოძიებო კომისია, რომელსაც მთელმა საქართველომ უყურა, თითქოს კიდევ ერთხელ გადავიტანეთ და გავიარეთ ის 9 წელი და იმ დროს განცდილი ტკივილი. ახლა კი, ეს უტიფარი ნაძირალა გამოდის და ასეთი ცინიზმის მომსწრენი ვართ, ბრაზი და ცრემლი ერთად მომადგა…

სამუშაო მაგიდაზე, ჯაბა ხუბუას წიგნი მიდევს – „დილეგის წინაშე“… ავიღე და კიდევ ერთხელ წავიკითხე ის შემზარავი ისტორიები, რომელიც ჩვენი რეალობა იყო ახლო წარსულში, მათი წაკითხვა და მოსმენაც კი, უმძიმესია არა თუ იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გვერდით კონკრეტულ ადამიანებს დამართეს… მხოლოდ რამდენიმეს ამოვიწერ ოფიციალური ჩვენებებიდან და პატიმრების მონათხრობიდან…
„მამაკაცებმა იქვე არსებულ ხის მაგიდაზე გადამაწვინეს და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ქვედა საცვალი ჩამხადეს. ამის შემდეგ ბოთლი შემიყვანეს უკან, საჯდომში და ასე მაწამეს.“
„შარვალჩახდილი იატაკზე დამაგდეს. სიმწრისგან თავს ბეტონზე ვურტყამდი. გარეთ მყოფი პირები საკანში შემოცვივდნენ. ერთმა თავზე ფეხი დამადო, მერემ კი, სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი.“
„ე.წ. აბსლუგაში მცხოვრები პატიმარი „სომეხა“ ადმინისტრაციის დავალებით გარდაცვლილ პატიმრებს კვეთდა და შინაგან ორგანოებს აჭრიდა. მოვიდოდა და გვეტყოდა – „ბიჭო, შენ როგორ იქცევი, ხომ არ გინდა ჩემთან მოხვდე?“ თუ მორგი ცარიელი იყო, მოწყენილი დადიოდა – აუ დღეს მკვდარი არ მყავსო.

„რასაც მეუბნებოდნენ სიტყვასიტყვით გავიმეორებ: „შენ ბიჭო ხომ არ გავიწყდება შენი ცოლი უკაცოდ დადის.“ დედაშენს „მარშრუტკა“ დაარტყამს ბიჭო!“
„ცემაში კლავდნენ პატიმრებს. საჭმელში გვიფურთხებდნენ და ძალით გვაჭმევდნენ. საათობით შეაგდებდნენ ცივ წყალში, დააბამდნენ, დააგდებდნენ და 2-3 დღეს ჰყავდათ ასე. გვერდით კორპუსებიდან მუდმივად ისმოდა ყვირილის, კვნესის, ცემა-ტყეპის ხმა.”

„არანაირმა მუქარამ რო არ გაჭრა, ჩემი თანამესაკნეების ცემა დაიწყეს, მაშინ შევწყვიტე შიმშილობა.“
„მუქარისა და გინების შემდეგ ზურგზე ვიგრძენი საშინელი ტკივილი, დამწვრობის სუნიც ვიგრძენი, მივხვდი, რომ სიგარეტს მაქრობდნენ ტანზე. ფეხის ტერფებზე შემომახვიეს გაზეთები, დაახვიეს ტელეფონის მავთულები და შეუერთეს დენი, ზედმეტი მოუვიდათ და გონება რამდნეჯერმე დავკარგე.“

„მორგში ორი დღე გამატარებინეს, ეს პაქტიკა იყო, გვამზე აბამდნენ ცოცხალ ნაწამებ პატიმრებს და რამდენიმე დღე ასე ტოვებდნენ.“

„ის მამათმავალი პატიმარი გელა კარცერში ჩამოიყვანეს და გვერდით საკნიდან ისეთი ხმები ისმოდა ცხოვრებაში არ დამავიწყდება. გლდანის ციხეში, ერთ-ერთმა პატიმარმა მასთან პაემანზე მისულ მეუღლეს უთხრა – ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, მე გამაუპატიურეს და ის კაცი აღარ ვარ, ვისაც შენ ცოლად დაყევიო.“

„ახალაიას პირადად გაყავდა პატიმრები საკნებიდან და პირადად აწამებდა მათ, კალმახელიძესთან მიდიოდა კარანტინის დაშლის დროს გადაღებული ცემის და წამების კადრები.“

„ყურის აპკი პატიმართა დიდ ნაწილს დახეთქილი ჰქონდა გაშლილი ხელების ყურებში შემორტყმით, რაც აუტანელ ტკივილს იწვევდა. ლაპარაკი კი არა ჩურჩულიც არ შეიძლებოდა, 5 საათამდე ვერ დაჯდებოდი და ვერ დაწვებოდი, მთელ საკანს ცემდნენ თუ ვინმე ამას დაარღვევდა.“

„ერთხელ ჩემს გვერდით პატიმარი დაეცა, კრუნჩხვა დაეწყო, გამოძახენულმა ექიმმა ორი თითი ყელზე დაადო მოკვდა საწყალიო, მეანიკურად მივვარდი, ხელოვნურ სუნთქვას და გულის მასაჟებს ვუკეთებდი, ამოისუნთქა, თუმრე შეიძლებოდა გადარჩენა.“
„იატაკზე ხელებგაშლილი დამაწვინეს, ხელებზე დამადგა ორი სპეცრაზმელი, ორი ფეხებს მიჭერდა, ერთმა ფეხი სახეზე დამადგა, დარანჩენები ჩემს სხეულზე დახტოდნენ…“

„ჩემი საკნიდან ჩანდა ციხის საავადმყოფო, იყო დღეები, როცა 3-4 მიცვალებული გამოჰყავდათ.“
„წელიწადი 200 პატიმარის გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რეალურად ეს ციფრი ბევრად უფრო მაღალი იყო…“

ასეთია ასობით, ათასობით ისტორია… მოკლული, ნაწამები, ღირსებააყრილი ადამიანი, განადგურებული ოჯახები…
შეგახენებთ, რომ დღეს, რამდენიმე საათით ადრე გამოშვებული და სექსის ნაკლებობისგან „დატანჯული“ გირჩი აცხადებდა, რომ იცოდა იმ ყველაფრის შესახებ, რაც მისი პარტიის მმართველობის დროს ციხეში ხდებოდა…” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები