საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის საბჭოს 90-ე სხდომაზე, რომელიც ვენაში გაიმართა, განიხილებოდა საქართველოს წევრობის სტატუსის გახანგრძლივების საკითხი, რასაც სახელმწიფოების უმრავლესობამ უპირობოდ დაუჭირა მხარი

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია (სოა), ევროპის სტუდენტური გაერთიანების (ESU)-ს სრულუფლებიანი წევრია 2019 წლიდან.

სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ცნობით, ESU-ს საბჭოს რიგით 90-ე სხდომა 1-7 დეკემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა, რომელზეც „სოა“ ლიზა ჟვანიამ და დავით ლეშკაშელმა წარმოადგინეს.

ასოციაციის ცნობითვე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა საქართველოს წევრობის სტატუსის შენარჩუნება და გახანგრძლივება 5 წლის ვადით, რასაც საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ უპირობოდ დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, ESU 1982 წელს დაფუძნდა და 41 ქვეყნის ეროვნულ სტუდენტურ ორგანიზაციას და 20 მილიონზე მეტ სტუდენტს აერთიანებს, მის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების და წევრ სახელმწიფოებში ბოლონიის პროცესის რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა, ამ მიზნით ის მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსთან, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციასთან (ENQA), ბოლონიის პროცესის განმახორციელებელ ჯგუფთან და სხვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა,...

ვფიქრობ გეხსომებათ, რა მასშტაბის ანტიჩინური კამპანია ააგორეს საქართველოში კონკრეტულმა პირებმა და ორგანიზაციებმა. ამ კამპანიის წინამძღოლი გახლდათ თინა ხიდაშელი და მისი ენჯეო "სამოქალაქო იდეა," რომლებიც...