6 დეკემბერი, შაბათი, 2025
6 დეკემბერი, შაბათი, 2025

სუს-ი: მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ნივთიერება ,,კამიტს’’

მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს’’- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ კამიტის გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.

ლაშა მაღრაძის განცხადებით, საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვამრტოთ, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის“ ე.წ. „კამიტის“ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც, ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

მისივე თქმით, ამ ფონზე, ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ კლინიკებიდან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები