23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით განწყობა პოზიტიურია. კანდიდატობის სტატუსის მონიჭებაზე გვექნება მათი მხარდაჭერა

„ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით  განწყობა  პოზიტიურია. კანდიდატობის სტატუსის მონიჭებაზე გვექნება მათი მხარდაჭერა.  ჩვენმა ვიზიტმა ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ამ საკითხში“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშნელოვანი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით პარტნიორებისგან პოზიტიური შეფასებები და მოლოდინი გამოიკვეთა.

„განსაკუთრებით ინტენსიური ვიზიტი გვქონდა ნიდერლანდებში, ჩვენ შევხვდით ნიდერლანდების პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს, საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის წევრებს, ევროჯასტის პრეზიდენტს. შეხვედრა გვქონდა კლინგენდაილის ინსტიტუტში, სადაც გვქონდა დისკუსია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ჩვენი მიზანია უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ნიდერლანდების პარლამენტთან.  ნიდერლანდები არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც  მნიშვნელოვანი ბერკეტები  და  გადამწყვეტი სიტყვა აქვს ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით  და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  მჭიდრო კავშირი პარლამენტებს შორის“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები