2 დეკემბერი, სამშაბათი, 2025
2 დეკემბერი, სამშაბათი, 2025

პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია

დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთ წოდებული მტკვარი ჰესის პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ დანაშაულის შინაარსი ძალიან მარტივად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასტურდება.

„დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთ წოდებული მტკვარი ჰესის პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. ამ დანაშაულის არსი ძალიან მარტივად არის დადასტურებული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასტურდება დოკუმენტურად და სამართლებრივად. ამ დანაშაულის შინაარსი არის შემდეგი: გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, ეს არის როგორც ფინანსური ასევე პროექტის არაგონივრულ ვადებში გაწელვა და მისი მომგებიანობის საკმაოდ შემცირება“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები