4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი გიორგი ვაშაძეს: ძალიან კარგად ხვდებით რასაც აკეთებთ და ისიც იცით, რომ მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია ის კამპანია, რისი მონაწილეც ხართ

გაუგებარია რა დაინახეთ რუსული ჩემს ნათქვამში! ალბათ რუსულ ტალღებზე ისე ხართ გადართული, ყველაფერი რუსულად გეჩვენებათ უკვე!, – წერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის „ფეისბუქ“ პოსტს.

„რომელია ტყუილი და დეზინფორმაცია?

– ის, რომ ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებაზე თქვენ არ გიზრუნიათ?!
– ის, რომ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებიხართ პარლამენტში, რაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა?!
– ის რომ ბრიუსელში ყვებით, რომ ეს მთავრობა ‘’რუსულია’’ და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!
ერის სახელით რომ საუბრობთ ბრიუსელში, საინტერესოა, ის თუ მოჰყევით, რომ საპროტესტო აქციაზეც კი არ გაგაჩერათ ხალხმა თქვენ პირადად?!

თქვენი მხარდამჭერების რაოდენობაზე ახლა არაფერს ვიტყვი, 2024 წელს დაველოდები… ძალიან კარგად ხვდებით, რასაც აკეთებთ და ისიც იცით, რომ მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია ის კამპანია, რისი მონაწილეც ხართ. ასე რომ, ვიდრე ჩემი შეგრცხვებათ, იქნებ საკუთარ ქცევაზეც დაფიქრდეთ, რას აკეთებთ საქართველოს ინტერესების დასაცავად და რა წვლილი შეგაქვთ ევროკავშირთან დაახლოებაში და მერე წეროთ ჩემზე რეპუტაციის შემლახავი პოსტები“, – წერს ბოჭორიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.