ვენეციის კომისიის განცხადება, რომ საქართველოში FARA-ს ანალოგი უნდა გაუქმდეს, საინტერესო დისკუსიას ბადებს არა მხოლოდ სამართლებრივი არამედ ღირებულებითი თვალსაზრისითაც. კომისია მიუთითებს, რომ ამერიკული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას აწესებს, თითქოს საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას თუმცა ეს შეფასება მხოლოდ საქართველოს მიმართ გამოიყენება – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, ვენეციის კომისიის განცხადება FARA-ს ანალოგის გაუქმების მოთხოვნაზე ბადებს სამართლებრივ და ღირებულებით დისკუსიას. პარადოქსია – რაც ამერიკაში დემოკრატიის მექანიზმია, საქართველოში დემოკრატიისთვის საფრთხედ ცხადდება.
„ვენეციის კომისიის განცხადება, რომ საქართველოში FARA-ს ანალოგი უნდა გაუქმდეს, საინტერესო დისკუსიას ბადებს არა მხოლოდ სამართლებრივი არამედ ღირებულებითი თვალსაზრისითაც.
კომისია მიუთითებს, რომ ამერიკული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას აწესებს, თითქოს საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას თუმცა ეს შეფასება მხოლოდ საქართველოს მიმართ გამოიყენება.
პარადოქსია: ის, რაც ამერიკაში დემოკრატიის დაცვის მექანიზმად ითვლება, საქართველოში დემოკრატიისთვის საფრთხედ წარმოჩინდება.
აშშ-ში FARA უკვე თითქმის საუკუნეა მოქმედებს და იქ არავის უკვირს, რომ ორგანიზაციებმა საჯაროდ მიუთითონ საკუთარი წყაროები და მიზნები. იგივე მიდგომა გამოიყენება ევროპაშიც გამჭვირვალობა იქ დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენია, რომელიც იცავს საზოგადოებას მანიპულაციისგან და ფარულად მართული გავლენისგან.
საქართველოში კი, როგორც ჩანს, გამჭვირვალობა განსხვავებულად იკითხება. როცა საქმე ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ფონდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას ეხება, გამჭვირვალობა აღარ ითვლება დემოკრატიულ ღირებულებად, არამედ პოლიტიკური იარაღის ან ზეწოლის მექანიზმად. ეს ორმაგი სტანდარტი იწვევს კითხვას: როდის იქცევა გამჭვირვალობა თავისუფლების მტრად?
სამწუხაროდ, დასავლეთის მიდგომა ამ შემთხვევაში მოწმობს, რომ დემოკრატიული პრინციპების შეფასება ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ხდება. ეს არათანაბარი მიდგომა აჩენს ეჭვს, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის თვითონ პრინციპი, არამედ ის, ვინ იყენებს მას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ გამოთქმული კრიტიკა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. როცა დასავლეთი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საფრთხეა თავისუფლებისთვის, ის, ფაქტობრივად, ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ ვინ აფინანსებს ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ კამპანიებსა და საზოგადოებრივ პროცესებს.
ასეთი დამოკიდებულება არღვევს არა მხოლოდ თანასწორობის პრინციპს, არამედ თვით დემოკრატიის არსსაც რადგან დემოკრატია არ შეიძლება იყოს შერჩევითი. სანამ დასავლეთი ამ დისკრიმინაციულ მიდგომას არ გადახედავს, ძნელია დაიჯერო, რომ კრიტიკა რეალურად დემოკრატიის დაცვის სურვილითაა ნაკარნახევი და არა პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების მცდელობით.“ – წერს მეგრელიშვილი.