ვიქტორ ორბანი: საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, არ ვიცი სხვა ქვეყანა ევროპაში, რომელიც თქვენსავით წარმატებულია, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები

საქართველო ყველაზე წარმატებული საუკეთესო ქვეყანაა, არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყანა ევროპაში, რომელიც თქვენსავით წარმატებულია, – განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანმა დანიაში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები.

„პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ თქვენი წარმატებით. ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, იმიტომ, რომ ბევრი ჩვენგანი არ არის წარმატებული. ეკონომიკები აქ არ მუშაობს, პარალიზებულია და სტაგნაციის ქვეშაა. გვჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნები რომ შემოგვიერთდნენ. ბრიუსელი არ არის სამართლიანობის საზომი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება. ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს რიგით მეცხრე სხდომა სამშაბათს გაიმართება. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. მმართველ გუნდში განმარტავენ,...