ვიქტორ ორბანი: საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, არ ვიცი სხვა ქვეყანა ევროპაში, რომელიც თქვენსავით წარმატებულია, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები

საქართველო ყველაზე წარმატებული საუკეთესო ქვეყანაა, არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყანა ევროპაში, რომელიც თქვენსავით წარმატებულია, – განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანმა დანიაში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები.

„პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ თქვენი წარმატებით. ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, იმიტომ, რომ ბევრი ჩვენგანი არ არის წარმატებული. ეკონომიკები აქ არ მუშაობს, პარალიზებულია და სტაგნაციის ქვეშაა. გვჭირდება საქართველოსნაირი ქვეყნები რომ შემოგვიერთდნენ. ბრიუსელი არ არის სამართლიანობის საზომი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შალვა პაპუაშვილი...