დონალდ ტრამპი – აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ

დონალდ ტრამპი – აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ
აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ის უკრაინელები აშშ-ში დარჩენას, რომლებმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო ქვეყანა დატოვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ“.

„დიახ. ვფიქრობ, რომ ამას გავაკეთებთ. უკრაინიდან ბევრი ადამიანი გვყავს და მათთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ცნობები ვრცელდებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი 240 000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში...

როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ თანაამსრულებელია წამების, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის...