16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯგალსა და ობუჯში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები.ორივე ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. ჯგალის და ობუჯის ახალი საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.გარდა ამ პროექტებისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და პარლამენტის წევრები – ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები