რევაზ სოხაძე ბეჩოსა და მესტიაში პრობლემური ბაღების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში და ქალაქ მესტიაში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სოფელ ბეჩოში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხარვეზიანი პროექტის საფუძველზე ხორციელდებოდა, რამაც მშენებლობის მიმდინარეობისას სერიოზული პრობლემები გამოიწვია. პროექტის შეჩერების შემდეგ შენობა დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა

ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ მესტიაშიც დაიწყო ანალოგიური — 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული პროექტიც შეჩერდა

როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ბავშვებისთვის უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში განათლების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის სრული ანალიზის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს პრობლემის გადასაჭრელად და ბაღების მშენებლობის განახლებული პროექტით აღსადგენად.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...