22 თებერვალი, კვირა, 2026
22 თებერვალი, კვირა, 2026

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშის ხიდის რეაბილიტაციის გამო მოძრაობა შეჩერდა

ზუგდიდიში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე მდინარე ჩხოუშიას საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.

,,აღნიშნული სამუშაობი საჭიროებს მოძრაობის ჩაკეტვას, შესაბამისად მოხდება გადართვა შემოვლით გზებზე. საავტომობილო მოძრაობა განხორციელდება – რევაზ ლაღიძის, მერაბ კოსტავას და დარასელის ქუჩების გამოყენებით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები