სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი მასწავლებელთა მე-7 კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციაში ზუგდიდის საჯარო სკოლების 50-მდე მასწავლებელი მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს. ბოტანიკურ ბაღში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყო.
კონფერენცია ახალი სასწავლო პრაქტიკების დანერგვას და გამოცდილებების გაზიარებას ისახავს მიზნად. პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
სასტუმრო ,,Palm Beach”-ში გამართულ კონფერენციას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.