16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ქუჯის ქუჩაზე ხანძრისგან დაზრალებულ ოჯახებს ზუგდიდის მერია დაეხმარება

ჯგერენაიების ოჯახში, რომელიც ხანძრის შედეგად დაზარალდა, ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრ ელებს

,,ქუჯის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაზქურის აალების შედეგად გაუჩნდა. ბინაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ჯგერენაიების 5-სულიანი ოჯახი ქირით ცხოვრობდა.

ზუგდიდის მერია, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ბინის მეპატრონეს და მიმდებარედ დაზარალებულ ოჯახებს, ბიუჯეტით გათვალისწინებულ შესაბამის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ჯგერენაიების ოჯახს, ზუგდიდის მერიისგან პირველადი მოხმარების საშუალებები გადაეცა, ასევე ოჯახი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებს” – აცხადებენ ზუგდიდის მერია/.

ავტორი:

ბოლო სიახლეები