16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

პრემიერი: ფოთის ბიუჯეტი, სტანდარტულ ზრდასთან ერთად ყოველწლიურად 20 მილიონს მიიღებს – კიდევ რა თქვა კობახიძემ ფოთთან დაკავშირებით

ფოთის ბიუჯეტი, სტანდარტული ზრდის მიღმა, ყოველი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება პლუს 20 მილიონით – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატის გიორგი ხახუბიას კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფოთის მუნიციპალიტეტისთვის 20 მილიონის დამატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ეს არ არის ერთჯერადი დამატება, ყოველი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება პლუს 20 მილიონით, სტანდარტული ზრდის მიღმა ფოთის ბიუჯეტის განსაზღვრა“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ფოთის თეატრთან დაკავშირებით:

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ფოთის თეატრის რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, თავის დროზე, აქაც გავიხსენებ წინა ხელისუფლებას, საკმაოდ არასწორი ფორმით განხორციელდა ეს პროექტი, შესაბამისად საკმაოდ ძვირი ჯდება რეაბილიტაცია, საკითხს დამატებით შევისწავლით. ყველა შემთხვევაში ფოთში მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ მაღალ ადგილს დაიკავებს ფოთი. ფოთში მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას ექნება არამხოლოდ სპორტული დატვირთვა, არამედ კულტურულ შემეცნებითი დატვირთვაც“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები