3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025
3 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

აბაშამ ეთნოსპორტის ფესტივალს – „აბაშა – 2025“ უმასპინძლა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს – „აბაშა – 2025“ უმასპინძლა

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ მხედრები აბაშიდან, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან, ახმეტიდან, პანკისიდან, სამტრედიიდან, ყულარის ცხენთსაშენიდან, ყაზბეგიდან და აზერბაიჯანიდან.

ჩატარდა დოღი ოთხ დისტანციაში, აქედან სამში, 1400, 1800 და 2000-მეტრიან დისტანციაში პირველი ადგილი დაიკავა აბაშელმა მხედარმა საბა ხურციამ, 1200-მეტრიან დისტანციაში კი – ოზურგეთელმა მხედარმა გაბრიელ გოგლაძემ.

გუნდურ თამაშობებში, ისინდსა და ცხენბურთში აბაშისა და მარტვილის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ცხენბურთში აბაშის გუნდმა გაიმარჯვა, ისინდში კი – მარტვილის გუნდმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და ქართული ტრადიციული თამაშები.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა დისტანციის დოღებშიც. მონაწილე გუნდები და მხედრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

ღონისძიება სპორტის სამინისტროს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, სპორტის ტრადიციული სახეობებისა და თამაშების ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები