6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

Politico: საფრანგეთი და ბელგია ევროკომისიის გეგმას რუსულ გაზზე სრულად უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგებიან

საფრანგეთი და ბელგია – რუსული თხევადი გაზის ორი უმსხვილესი მყიდველი – უარს ამბობენ მხარი დაუჭიროს ევროკომისიის გეგმას, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტას გულისხმობს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აღნიშნული ქვეყნები დამატებით ეკონომიკურ და იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კერძოდ, საფრანგეთი, რომელიც რუსულ თხევად გაზს ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს, ამბობს, რომ უპირატესობას ალტერნატიული მიწოდების მოძიების სტრატეგიას ანიჭებს.

ბელგია, რომელიც რუსული გაზის რიგით მეორე მყიდველია, გადაწყვეტილების მიღებამდე ითხოვს მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების დასკვნას.

„ჩვენ დივერსიფიკაციის ევროპულ სტრატეგიას ვიცავთ,… რომელიც მაგიდაზე დევს“, – ციტირებს გამოცემა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრს, მარკ ფერაჩის.

ფრანგ მინისტრს აგრეთვე საკითხის სამართლებრივი ასპექტები აინტერესებს. კერძოდ, ფრანგული მხარე შიშობს, რომ მისი ენერგეტიკული კომპანიები, რომლებსაც რუსეთთან გაზის კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, პირობების დარღვევის გამო, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

ფრანგულ ენერგეტიკულ გიგანტს TotalEnergies რუსულ „ნოვატეკთან“ კონტრაქტი 2032 წლამდე აქვს გაფორმებული. ის აგრეთვე პროექტ „იამალში“ 20-პროცენტიანი წილის მფლობელია, რომელიც ციმბირში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანას მართავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები