6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

Reuters: პოლონეთის სეიმი მთავრობის ნდობის საკითხს მომავალ კვირას განიხილავს

პოლონეთის სეიმი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობის ნდობის საკითხს მომავალ კვირას განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი სეიმის თავმჯდომარის, შიმონ ჰოლოვნიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტუსკმა, მას შემდეგ რაც მის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რაფალ ტშასკოვსკიმ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა, ორშაბათს განაცხადა, რომ პარლამენტის წინაშე მისი კოალიციური მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებს.

„მოგვდის ინფორმაცია, რომ ეს მალე უნდა მოხდეს. მე დავარწმუნე პრემიერ-მინისტრი, რომ ცოტა ხანი უნდა დავიცადოთ“, – ციტირებს Reuters-ი პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს.

„მე შევთავაზე პრემიერ-მინისტრს შესაბამისი განცხადებით მან მიმდინარე კვირას მოგვმართოს, რათა ჩვენ აღნიშნული საკითხი სამშაბათს რიგგარეშე სხდომაზე განვიხილოთ“, – დასძინა სეიმის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა – ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ კი – 49,1%.

ავტორი:

ბოლო სიახლეები