იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქართული მართვის მოწმობებს იტალიურ მართვის მოწმობაში გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვლიან

ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შეხვედრა გამართეს იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში – მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შეთანხმების შინაარსობრივი მხარე და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პროცედურების ოპერატიულად დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა მხარემ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკების პროცესი ზემოხსენებული შეთანხმების გაფორმების მიზნით. ამასთან, საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან“, – წერია ინფორმაციაშ

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჭაო კუანგძუნი: მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის...

მოხარული ვარ გიმასპინძლოთ ჩვენს მეგობარ ქართველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ გამორჩეულ, ჭეძიანგის პროვინციაში, - განაცხადა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჭაო...