ბიძინა ივანიშვილი-ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვებას ასევე ულოცავს საქართველოს და კვარაცხელიას უსურვებს, რომ “
მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო.

“ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!

ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.

მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო”- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე ინდივიდუალური დანაშაულისა და დაუსჯელობის პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრა. გოცირიძის განმარტებით, პარტია...