რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაიბომბა კიევის ოთხი რაიონი: სვიატოშინის, სოლომენის, დნეპრის, შევჩენკოს. რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს დაეცა.
კიევის მერის, ვლადიმერ კლიჩკოს ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.