ბათუმის მასშტაბით გზის მონიშვნის სამუშაოები მიმდინარეობს | ბათუმის მერია

ბათუმის მასშტაბით გზის მონიშვნის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით,  გზაგამყოფი ზოლები და ქვეითთა გადასასვლელები მაღალი ხარისხის მდგრადი საღებავით იღებება. პარალელურად გრძელდება საგზაო ნიშნების განახლება. ასევე დაგეგმილია შუქნიშნების ახალ ლოკაციებზე განთავსება.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.”-წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი,...

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი —...