საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. “დინამო არენაზე” იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.






![სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა უნდა [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2026/10/cce4171e17ba2718-100x70.png)


