პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სომხეთთან მატჩში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.  “დინამო არენაზე” იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური...

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის...