„მსურველთა კოალიციის“ სამიტი, რომელზეც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ, 27 მარტს პარიზში გაიმართება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე. ინფორმაციას France24 ავრცელებს.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება.
მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს აშშ-უკრაინის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.






![სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა უნდა [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2026/10/cce4171e17ba2718-100x70.png)


