4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დონალდ ტრამპი: უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტა, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება

უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტა სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხდება, – განუცხადა თეთრ სახლში ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ამჟამად რუსეთსა და უკრაინას შორის ტერიტორიების გაყოფის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„ცეცხლის შეწყვეტა გვექნება ბევრ მონაკვეთზე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. თქვენ იცით, რომ უკრაინას და რუსეთს ბევრი იარაღი ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიმართული. ზოგიერთი ჯარისკაცი, სამწუხაროდ, სხვა ჯარისკაცების მიერაა ალყაში მოქცეული. ვაპირებთ, რომ ძალიან მალე გვქონდეს ცეცხლის სრული შეწყვეტა, ხოლო შემდეგ გვექნება შეთანხმება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმებაზე, შეთანხმება მიწების გაყოფაზე და ა.შ. სანამ ჩვენ ვსაუბრობთ ეს საკითხები განიხილება“, – განაცხადა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.