23 მარტი, კვირა, 2025
23 მარტი, კვირა, 2025

ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე: ყოველი მორიგი სხდომით, “ნაცმოძრაობის” და მისი მიმდევრების განკითხვის საათი ახლოვდება – ჩემი სურვილი და რჩევაა, საზოგადოებამ გაიგოს რეჟიმის იმ დანაშაულებზეც, რომლებიც მიზეზთა გამო, აქამდე არ გახმაურებულა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას ეხმიანება, რომელზეც დღეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანის გახმაურებულ საქმეს განიხილავენ.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ყოველი მორიგი სხდომით ახლოვდება “ნაციონალური მოძრაობის” და მისი მიმდევრების განკითხვის დღე.

“კომისიის ყოველი მორიგი სხდომით, ნაცმოძრაობის და მისი მიმდევრების განკითხვის საათი ახლოვდება.
როგორც ადრე ვთქვი, ჩემი სურვილი და რჩევა არის, რომ საზოგადოებამ გაიგოს რეჟიმის იმ დანაშაულებზეც, რომლებიც მიზეზთა გამო აქამდე არ გახმაურებულა.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები