16 მარტი, კვირა, 2025
16 მარტი, კვირა, 2025

თემო საჯაია მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგზე: არ არის პირველი შემთხვევა და ეს გრძელდება კარგა ხანია არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც ჰქვია საესტრადო სფერო. მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო მარიამ შენგელიას და წარმატებები ვუსურვო

ევროვიზიის მონაწილე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს მომღერალი თემო საჯაია გამოეხმაურა.

„არ არის პირველი შემთხვევა და ეს გრძელდება კარგა ხანია არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც ჰქვია საესტრადო სფერო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეგ ყველაფერი არის ისეთი კუთხის დივერსია, ნებისმიერ მიზეზს, ნებისმიერ შემთხვევაში მოიფიქრებდნენ და გააკეთებდნენ ასეთ რაღაცნაირ ორკესტრირებულ ბულინგს, რასაც ვხედავთ.

მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო მარიამ შენგელიას და წარმატებები ვუსურვო“, – განუცხადა მან „ქრონიკას“.

ფსევდოლიბერალების სამიზნე ამჯერად მარიამ შენგელიაა – მომღერალი, რომელიც ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს. სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები